ფეხბურთი

17:43 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარიამ "ბენფიკასთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ანხელ დი მარიამ ლისაბონის „ბენფიკასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ისევ პორტუგალიურ გუნდში ითამაშებს.

დი მარია „არწივების“ ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს, ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ანხელმა გასულ სეზონში „ბენფიკაში“ ჩატარებულ 48 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ის ლისაბონურ გუნდში 2007-2010 წლებშიც თამაშობდა და სახელი სწორედ მაშინ გაითქვა. არგენტინელის კარიერაში ასევე იყო „როსარიო სენტრალი“, „რეალი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და „იუვენტუსი“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11656