ჭიდაობა

14:02 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რამაზ ზოიძე მერვედფინალში დამარცხდა და ოლიმპიადას გამოეთიშა

პარიზის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში რამაზ ზოიძე მერვედფინალში მარცხი განიცადა.

67 კგ წონით კატეგორიაში ზოიძე ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდა, რომლის წინააღმდეგ პირველივე პერიოდში სუფთად, 1:12 წაგო... ქართველი მოჭიდავე რეპეშაჟშიც ვერ გადავიდა, საიდანაც ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსს მიიღებდა, რადგან ყირგიზი მოჭიდავე ფინალში ვერ გავიდა. ისმაილოვი მეოთხედფინალში უკრაინელ პარვის ნასიბოვს 6:2-ს უგებდა, მაგრამ საბოლოოდ 6:7 წააგო.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველო სულ 3 მოჭიდავითაა წარმოდგენილი ოლიმპიადაზე, საიდანაც ორმა მერვედფინალში უბრალოდ უშანსოდ წააგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციას ამ დროისთვის ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოუტანა (ძიუდო), ვერცხლი ტატო გრიგალაშვილის და ილია სულამანიძის (ორივე ძიუდო) აქტივშია, ხოლო ბრინჯაოს მედალს ლაშა გურული დაეუფლა (კრივი).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118504