კალათბურთი

1:15 | 7.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

აშშ ოლიმპიადის ნახევარფინალში სეირნობით გავიდა

აშშ-ს ნაკრებს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მორიგი გასეირნება ჰქონდა - ამჯერად მეოთხედფინალში ბრაზილიის ნაკრებთან.

სტივ კერის გუნდმა ძალიან მარტივად მოიგო 122:87. „დრიმ თიმი“ ოთხივე პერიოდში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, კლასში სხვაობა უზარმაზარი იყო და თამამად უნდა ითქვას, რომ ამერიკელებმა ვარჯიშით გაიმარჯვეს.

დევინ ბუკერმა 18 ქულა მიითვალა, ენტონი ედვარდსის აქტივში 17 ქულა იყო. ბრაზილიის ნაკრებს ბრუნო კაბოკლომ ულიდერა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო, მაგრამ თავის გუნდს ვერაფერში დაეხმარა.

ოლიმპიურ თამაშებზე ორივე ნახევარფინალური წყვილი გაირკვა: გერმანია-საფრანგეთი და სერბეთი-აშშ (ისინი ბოლო ერთ თვეში მესამედ შეხვდებიან). ორივე მატჩი 8 აგვისტოს გაიმართება.

0.113543