პარიზის ოლიმპიადაზე 11 წლის სპორტსმენმა იასპარეზა.
სკეიტბორდში ჩინელი ჟენ ჰაოჰაო გამოვიდა, რომელიც სულ რაღაც 11 წლისაა! მან კვალიფიკაციაში მე-18 ადგილი დაიკავა, რაც ფინალში გადასასვლელად საკმარისი არ გამოდგა, თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ 11 წლისაა, დიდ ყურადღებას იქცევს.
ჟენ ჰაოჰაო ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიადაზე ოდესმე გამოსულა.