ფეხბურთი

18:30 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

დანი ოლმო კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს

„ლაიფციგის“ ფეხბურთელი დანი ოლმო კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს თანახმად, გერმანული გუნდის ხელმძღვანელობასა და „ბარსას“ სპორტულ დირექტორ დეკუს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია. ესპანელები 55 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 7 მილიონი ევრო დაემატება. დანი „ბარსასთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დანი ოლმო 2007-2014 წლებში „ბარსელონას“ აკადემიაში თამაშობდა, შემდეგ მან კარიერა ხორვატიაში, ზაგრების „დინამოში“ გააგრძელა, 2020 წელს კი, „ლაიფციგს“ შეუერთდა, სადაც 148 შეხვედრაში 29 გოლი გაიტანა. ოლმომ თავი ევრო 2024-ზე დიდებულად წარმოაჩინა და ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

აღსანიშნავია, რომ „ბარსელონამ“ „ბილბაოსთან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თუმცა ამის კომპენსირებას დანი ოლმოს შეძენით მოახერხებს.

0.125659