ფეხბურთი

13:12 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რენატუ სანშეში პსჟ-დან „ბენფიკაში“ იჯარით დაბრუნდა

პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანშეში „ბენფიკაში“ „პარი სენ-ჟერმენიდან“ იჯარით გადავიდა - გვამცნობს ლისაბონური კლუბის პრესსამსახური თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხელშეკრულება ერთწლიანია და მოიცავს გამოსყიდვის შესაძლებლობას.

26 წლის საშეში „ბენფიკას“ აღზრდილია. ნახევარმცველმა კლუბის ძირითად გუნდში 35 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა. 2016 წლის ზაფხულში რენატუ „ბაიერნმა“ 35 მილიონ ევროდ იყიდა. 2019 წელს პორტუგალიელი ფრანგულ „ლილში“ გადავიდა, სადაც მომდევნო სამი წელი გაატარა. 2022 წლის აგვისტოში კი პსჟ-მა შეიძინა.

გასულ სეზონში საშეში იტალიურ „რომაში“ პსჟ-დან იჯარით თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში ნახევარმცველმა კლუბის 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც ერთი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი პარიზელებთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.113527