„ლივერპულმა“ შესაძლოა მალე დაასრულოს ზაფხულის პირველი შენაძენის ტრანსფერი. „წითლები“ ახლოს არიან „ვალენსიის“ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვლის ხელმოწერასთან 30 მილიონ ევროდ - გვამცნობს liverpooloffside.sbnation.com.
თუმცა, საქმე ის არის, რომ მერსისაიდში გადსვლის შემთხვევაში, ევრო 2024-ის ერთ-ერთი გმირი მომავალ სეზონში „ლივერპულში“ ვერ ითამაშებს. მამარდაშვილს მინიმუმ ერთი სეზონით იჯარით გაუშვებენ, სავარაუდოდ „ბორნმუთში.“
როგორც ვალენსიელ ჟურნალისტი ამბობს, ქართველის ხელმოწერის შემთხვევაში „წითლები“ მიიღებენ მედგარი ხასიათის მეკარეს, რომელიც თავის თაობაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.
პირველი კითხვა ის იქნება, როგორ შეეგუება მამარდაშვილი ლივერპულელთა ახლანდელ კარის დარაჯ ბრაზილიელ ალისონ ბეკერს, რომელიც ჯერ 31 წლისაა და რამდენიმე წელიწადს კიდევ ითმაშებს უმაღლეს დონეზე.