ფეხბურთი

10:26 | 6.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„თუ არ გამომივა, მზად ვარ წასასვლელად." უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა თავის საქმიანობაზე ისაუბრა

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჰი რებროვმა ეროვნულ გუნდში მისი მუშაობა შეაფასა.

ევროპის წამყვანი გუნდების გამოცდილებას თუ გადავხედავთ, მწვრთნელს 1 წლით არავინ უფორმებს კონტრატს. იმიტომ, რომ ეს ძალიან მცირეა იმისთვის, რომ მოთამაშეებმაც კი გაიგონ თქვენი იდეები. იმის გამო, რომ სხვადასხვა გუნდებიდან ბევრი მოთამაშეა, მათი სათამაშო სტილი ამ გუნდებში შეიძლება განსხვავებული იყოს. და დრო სჭირდება, რომ მოთამაშეებმა მაინც გაიგონ მოთხოვნები.

ახლა ერთი წელი გავიდა. დავთანხმდი 3 წლიან კონტრაქტს – 2 შესარჩევ ტურნირზე.

ვესაუბრე ანდრეი შევჩენკოს (უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი). ვფიქრობ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ დავინახე, რომ არ შემიძლია, არ დავრჩები, არ ვიტყვი: „კონტრაქტი მაქვს და მუშაობა უნდა გავაგრძელო. ეს არ მოხდება,“ – ციტირებს რებროვის სიტყვებს championat.com.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2024-ზე უკრაინამ თავის ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშბაში კი ისინი B ლიგის პირველ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები არიან, ჩეხეთთან და ალბანეთთან ერთად.

უკრაინელებთან პირველი მატჩი წლეულს 11 ოქტომბერს პოზნანში გაიმართება, საპასუხო - 16 ნოემბერს თბილისში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115552