პარიზის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში ესპანეთის ნაკრები გავიდა. „ლა როხამ“ ნახევარფინალში დაძაბულ ბრძოლაში აჯობა მაროკოს ნაკრებს.
მაროკოელებმა პირველი ტაიმი მოიგეს 37-ე წუთზე სოფიან რაჰიმის მიერ გატანილი პენალტით, თუმცა მეორე ნახევარში უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნეს.
ფერმინ ლოპესმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე „ბარსელონას“ ნახევარმცველმა საგოლე პასიც მიითვალა და გამარჯვების გოლი ხუანლუ სანჩესმა გაიტანა.
ამრიგად, ევრო 2024-ის და ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის მოგების შემდეგ ესპანეთი კიდევ ერთ ტიტულს უტევს - ოლიმპიურ ჩემპიონობას.
მაროკო - ესპანეთი 1:2 (1:0)
გოლები: 1:0 რაჰიმი (37, პენ), 1:1 ლოპესი (66), 1:2 სანჩესი (85)