პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოს შეჯიბრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო ფედერაციამ ძიუდოისტების რეიტინგი განაახლა.
ორ წონას ქართველი ლიდერი ჰყავს - ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლაშა ბექაური (90 კგ). ყველა წონაში კი, რეიტინგი შემდეგნაირია:
60 კგ
1. ვეი იუნ იანი (ტაიპეი) – 6132 ქულა
2. ლუკა მხეიძე (საფრანგეთი) – 6104
3. გიორგი სარდალაშვილი (საქართველო) – 6057
4. ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი) – 6029
5. იელდოს სმეტოვი (ყაზახეთი) – 4970
...40. ლუხუმ ჩხვიმიანი (საქართველო) - 1295
...55. თემურ ნოზაძე (საქართველო) – 904
66 კგ
1. ჰიფუმი აბე (იაპონია) – 6200 ქულა
2. უილიამ ლიმა (ბრაზილია) – 5325
3. დენის ვიერუ (მოლდოვა) – 4800
4. ნურალი ემომალი (ტაჯიკეთი) – 4726
5. ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო) – 4630
...74. თენგო ზირაქაშვილი (საქართელო) – 654
...89. ლაშა ნადირაძე (საქართელო) – 500
73 კგ
1. ჰიდაიათ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი) – 10004 ქულა
2. მანუელ ლომბარდო (იტალია) – 5192
3. სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია) – 5145
4. ნილს სტუმპი (შვეიცარია) – 4764
5. შახრამ აჰადოვი (უზბეკეთი) – 4430
...12. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო) – 3476
...34. გიორგი ტერაშვილი (საქართველო) – 1649
...59. გიორგი ჩიხელიძე (საქართველო) – 956
...85. კოტე კაპანაძე (საქართველო) – 556
81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო) – 8335
2. მატიას კასე (ბელგია) – 7412
3. იონჰვან ლი (სამხრეთ კორეა) – 5985
4. ტაკანორი ნაგასე (იაპონია) – 5660
5. სომონ მახმადბეკოვი (ტაჯიკეთი) – 4980
...25. დიმიტრი გოჩილაიძე (საქართველო) – 2341
...50. ზაურ დვალაშვილი (საქართველო) – 1221
...82. ალექსანდრე ლოლაძე (საქართველო) – 500
90 კგ
1. ლაშა ბექაური (საქართველო) – 6745 ქულა
2. სანშირო მურაო (იაპონია) – 6250
3. ნემანია მაიდოვი (სერბეთი) – 4890
4. კრისტიან ტოტი (უნგრეთი) – 4642
5. ტრისტან მოსახლიშვილი (ესპანეთი) – 4414
...11. ლუკა მაისურაძე (საქართველო) – 3880
...45. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო) – 1324
...52. გიორგი ჯაბნიაშვილი (საქართველო) – 1112
...98. ნიკა ხარაზიშვილი (საქართველო) – 343
...100. ირაკლი ჯაფარიძე (საქართელო) – 323
100 კგ
1. ზელიმ კოცოიევი (აზერბაიჯანი) – 8512 ქულა
2. ილია სულამანიძე (საქართველო) – 6950
3. შადი ელნაჰასი (კანადა) – 5910
4. მუზაფარბეკ ტურუბოიევი (უზბეკეთი) – 5594
5. მატვეი კანინოვსკი (რუსეთი) – 4825
...58. ონისე სანებლიძე (საქართველო) – 685
...66. მიხეილ ჯაფარიძე (საქართველო) – 531
...91. გიორგი ბერიაშვილი (საქართველო) – 300
...99. ერეკლე ბაზიერაშვილი (საქართველო) – 251
+100 კგ
1. მინიონ კიმი (სამხრეთ კორეა) – 7515 ქულა
2. ტედი რინერი (საფრანგეთი) – 6800
3. ტემურ რახიმოვი (ტაჯიკეთი) – 6200
4. ინალ ტასოევი (რუსეთი) – 5900
5. გურამ თუშიშვილი (საქართველო) – 5836
...24. საბა ინანეიშვილი (საქართველო) – 2256
...37. გელა ზაალიშვილი (საქართველო) – 1560
...43. შალვა გურეშიძე (საქართველო) – 1045
...44. ირაკლი დემეტრაშვილი (საქართველო) – 993
...68. ლევან მატიაშვილი (საქართველო) – 543
...100. უჩა ტაბატაძე (საქართველო) – 272
ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანი 4966 ქულით მეექვსე ადგილზეა. წონის ლიდერი კი, კანადელი კრისტა დეგუჩია. ამავე წონაში 65-ე საფეხურზე ნინო ლოლაძე.
63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი 48-ე ადგილზეა, ხოლო +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი 28-ე პოზიციას იკავებს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლის მედალი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) მოიპოვეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრები წააგეს. ოლიმპიურ თამაშებზე ეს ძიუდოში საქართველოსთვის მეორე შედეგია, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ წინა ოლიმპიადაზე იყო - 1 ოქრო, 3 ვერცხლი. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.