ფეხბურთი

16:57 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი გაურკვევლობაშია, ნიგერიელს რამდენიმე ვარიანტი არ მოსწონს

ვიქტორ ოსიმგენი "ნაპოლიში" რთულ ვითარებშია. თავდამსხმელმა უკვე მეხუთე ამხანაგური მატჩი გამოტოვა და ვარჯიშს ინდივიდუალურად განაგრძობს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ნეაპოლიტანელები არ გამორიცხავენ, რომ ვიქტორმა გუნდი შეიცვალოს. "ატლეტიკომ" რენდალ კოლო-მუქნის ნაცვლად ალექსანდრე სერლოტი დაამატა და ახლა პსჟ-სთვის მნიშვნელოვანია ოსიმენისთვის ადგილი იპოვონ. ასევე ნიგერიელ შემტევს "ჩელსიში" გადასვლის ვარიანტიც აქვს. კლუბები მის რომელუ ლუკაკუზე გაცვლას განიხილავენ, თუმცა, ოსიმენის "ლურჯების" ვარიანტი არ მოსწონს.

"ნაპოლი" ფეხბურთელის მინიმუმ 100 მილიონ ევროდ გაყიდვას ცდილობს. გასულ სეზონში 25 წლის შემტევი "პარტენოპეის" შემადგენლობაში მოედანზე 32-ჯერ იყო და მეტოქეებს 17 გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120123