"ატალანტას" იტალიელმა თავდამსხმელმა ჯანლუკა სკამაკამ პარმისთან ამხანაგურ მატჩში (4:1) მუხლი დაიზიანა.ბერგამოელების ლიდერს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და შედეგები შომისმომგვრელია. გუნდს გამორჩეული ლიდერი 6 თვე ვერ დაეხმარება.
ამრიგად, 2024 წელს სკამაკას თამაშში დაბრუნებაზე საუბარიც ზედმეტია. ის უეფას სუპერთასის შეხვედრასაც გამოტოვებს, რომელსაც ევროპა ლიგის გამარჯვებული 14 აგვისტოს, მადრიდის "რეალთან" ჩაატარებს.
გასულ სეზონში ჯანლუკა სკამაკამ 44 თამაში ჩაატარა და 19 გოლი გაიტანა.