ძიუდო

1:20 | 5.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები სამშობლოში დაბრუნდნენ: "მადლობა ყველა გულშემატკივარს"

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები სამშობლოში ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქართველ ძიუდოისტებს ძალიან ბევრი გულშემატკივარი დახვდა.

მათ მედიასთან კომენტარი გააკეთეს და აღნიშნეს, რომ შედეგი კარგია, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტიც შეიძლებოდა.

გიორგი სარდალაშვილი: „ოლიმპიადაზე როცა წარმოადგენ საქართველოს ძალიან სასიხარულოა. სამწუხაროდ, მედალი მე ვერ ჩამოვუტანე ჩემს სამშობლოს, მაგრამ სხვა ძიუდოისტებმა ეს შეძლეს. რომ ჩამოვედით გავიგეთ, რომ ლაშა გურულმა ბრინჯაო მოიპოვა და ვულოცავ მას. პირადად მე, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ ოლიმპიადაზე და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ამ გამოცდილებით შემდეგი ოლიმპიადისთვის მოვემზადები“.

ილია სულამანიძე: „მადლობა ყველა ადამიანს, ვინც დაგვხვდა, უზომოდ, უსაზღვროდ, ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ყველაფერს სიტყვებით ვერ გადმოვცემ. არა მარტო ჩვენ, ვინც მედლები მოვიპოვეთ, არამედ მთელმა გუნდმა ძალიან კარგად იასპარეზა და მთელ საქართველოს ვულოცავ ამ წარმატებას“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ერთი ოქროს (ლაშა ბექაური) და ორი ვერცხლის მედალი (ტატო გრიგალაშვილი, ილია სულამანიძე) მოიპოვეს, ხოლო ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოსთვის შეხვედრები წააგეს. ოლიმპიურ თამაშებზე ეს ძიუდოში საქართველოსთვის მეორე შედეგია, უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ წინა ოლიმპიადაზე იყო - 1 ოქრო, 3 ვერცხლი. გუნდურ შეჯიბრში საქართველოს ნაკრები მერვედფინალში იტალიასთან 3:4 დამარცხდა.

0.125215