ფეხბურთი

21:14 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"შტურმმა" ახალი სეზონი მარცხით დაიწყო, ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა და ითამაშა

ავსტრიის ბუნდესლიგის ახალი სეზონი მარცხით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა „შტურმმა“, რომელიც ვენაში „რაპიდთან“ 0:1 დამარცხდა.

ოთარ კიტეიშვილმა ტრავმა მოირჩინა, რომელიც ესპანეთთან ევრო 2024-ის შეხვედრაში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მას მოსამზადებელი ეტაპი ფაქტობრივად გაუცდა, სეზონის სასტარტო შეხვედრაში მაინც ითამაშა, თუმცა, მხოლოდ შეცვლაზე, რადგან 90 წუთისთვის მზად არ იყო.

ოთარი მოედანზე 70-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა. „შტურმი“ მეორე ტურში 11 აგვისტოს, „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ კიტეიშვილმა გრაცელებთან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა. ავსტრიული კლუბი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, სადაც მინიმუმ 8 მატჩი აქვს გარანტირებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116192