ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიური ჩემპიონია! ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირის ოქროს მედალი 37 წლის ასაკში მოიგო და თან ისე, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში სეტიც არ წაუგია.
ფინალურ დაპირისპირებაში ნოლემ 21 წლის ამომავალი ვარსკვლავი, კარლოს ალკარასი ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა. შესაბამისად ორივე სეტი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ჯოკოვიჩი მეტოქეს აღემატებოდა (7:3, 7:2).
ნოვაკი ტურნირზე ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი იყო, ხოლო ესპანელი პირიქით - ყველაზე ახალგაზრდა. ჯოკომ ალკარასთან ბოლო ორ უიმბლდონის ფინალში წააგო, მათ შორის რამდენიმე კვირის წინ და ამისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.
შეხვედრა 2 საათსა და 52 წუთი გაგრძელდა. ამ დროში ორივე მათგანს თითო ეისი, ხოლო სერბს ორი ორმაგი შეცდომა და კარლოს ერთი ორმაგი შეცდომა ჰქონდა.
ამრიგად, ნოვაკმა თავის დიდებულ კარიერულ ტიტულებს ახლა უკვე ოლიმპიური ჩემიონის მედალიც დაუმატა. მას მხოლოდ ბრინჯაო ჰქონდა მოგებული, რომელიც 2008 წელს პეკინში მოიპოვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერბი მთელი ტურნირი ტრავმირებული ფეხით თამაშობდა, რაც მის სიდიადეს და დონეს ხაზს უსვამს, რადგან ამის მიუხედავად, ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძოლა.
ნოვაკ ჯოკივიჩს კარიერაში მოგებული აქვს ოლიმპიადა (1), ავსტრალიის ღია პირველობა (10), უიმბლდონი (7), ამერიკის ღია პირველობა (4), როლან გაროსი (3), დევისის თასი (1) და ATP შემაჯამებელი ტურნირები (7).
ბრინჯაოს მედალი იტალიელმა ლორენცო მუზეტიმ მოიპოვა, რომელმაც კანადელი ფელიქს ოჟე-ალიასიმი 6:4, 1:6, 6:3 დაამარცხა.
ქალთა შორის ოლიმპიური ჩემპიონი ჩინელი ქინვენ ჟენი გახდა. მან ფინალში ხორვატ დონა ვეკიჩს 6:2, 6:3 აჯობა, ხოლო ბრინჯაოს მედალს პოლონელი იგა სვიატეკი დაეუფლამ რომელამც სლოვაკ ანა შმიედლოვას 6:2, 6:1 მოუგო.
ქალთა წყვილთა თანრიგის ჩემპიონი იტალიელები, სარა ერანი და ჟასმინ პაოლინი გახდნენ, რომლებმაც ფინალში დიანა შნაიდერის და მირა ანდრეევას წყვილი 2:6, 6:1, 10:7 დაამარცხეს. ბრინჯაოს მედალი ესპანურმა დუეტმა აიღო ლინდა ნოსკოვას და კრისტინა ბუკსას შემადგენლობით.
ერთი აღსანიშნავი ფაქტი: იტალიას ოლიმპიურ თამაშებზე ჩოგბურთში მედალი 100 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მოპოვებული, ამ ოლიმპიადაზე კი, ორი მედალი მოიპოვა - ლორენცო მუზეტის ბრინჯაო და გოგონათა წყვილის ოქრო.