ფეხბურთი

10:27 | 4.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: "ვალენსია" მამარდაშვილზე საბოლოო შეთავაზებას მომავალ კვირაში ელოდება

ესპანური გაზეთი Marca იტყობინება, რომ „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილზე შეთავაზებას ელოდება.

ქართველი მეკარე გუნდს ინგლისში საერთოდ არ გაჰყოლია, სადაც „ღამურებმა“ „ლიდს იუნაიტედთან“ ისპარინგეს. მთელი ზაფხულის განმავლობაში „ვალენსია“ ელოდება შეთავაზებას, მაგრამ არავისგან მიუღია წინადადება 40 მილიონი ევროთი, რასაც ესპანური კლუბი ქართველ კიპერში ითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ვარიანტი ჩაიშალა, ცნობილი ესპანური გამოცემა წერს, რომ „ვალენსია“ მომავალ კვირაში ელოდება შეთავაზებას, რომელიც შეიძლება საბოლოო იყოს. სხვა დეტალებზე აღნიშნული წყარო ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.

„ვალენსია“ მიმდინარე პრესეზონზე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს „აინტრახტთან“ (10 აგვისტო), ხოლო ლა ლიგის პირველ ტურში 17 აგვისტოს, „ბარსელონას“ „მესტალიაზე“ დაუხვდება.

გიორგი მამარდაშვილს, რომელსაც „ვალენსიაში“ 100 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.

0.117627