სხვა

22:32 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდსმენი ნინო სალუქვაძე ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციამ დააჯილდოვა

ნინო სალუქვაძის მიღწევა დააფასეს. ქართველი ტყვიის მსროლელი რომელმაც პარიზში მისთვის მეათე ოლიმპიურ თამაშებში იასპარეზა და ამ მხრივ რეკორდსმენი ოლიმპიელი გახდა, ტყვიის სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუჩანო როსიმ დააჯილდოვა.

ოლიმპიური თამაშების სამივე ხარისხის მედლის და არაერთი რეკორდის მფლობელი ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალი სპორტსმენია, რომელმაც ათ ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა.

შეგახსენებთ, რომ სალუქვაძემ 10 და25 მეტრზე პნევმატური პისტოლეტოდან სროლაში იასპარეზა და მიუხედავად იმისა, რომ საპრიზო ადგილები ვერ დაიკავა, ისტორიაში მაინც ჩაეწერა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117015