ერთწლიანი პაუზის შემდეგ გურამ ქუთათელაძე დაბრუნდა. ქართველმა მებრძოლმა UFC Abu Dhabi-ს ქარდზე ჯორდან ვუჩენიკის წინააღმდეგ მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო.
ქუთათელაძეს საკმაოდ ძლიერი და UFC-ს დებიუტანტი მეტოქე ჰყავდა, რომელიც Cage Warriors-ის ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია.
ინგლისელმა, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციაში პირველ ბრძოლას ატარებდა, გურამს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, განსაკუთრებით პირველ რაუნდში. თუმცა, ქუთათელაძე 1 თავით მაღლა იდგა და მისი გატეხვა მოახერხა.
გამარჯვებულის გამოსავლენად 3 რაუნდი ვიხილეთ. მსაჯებმა სამივე რაუნდში უპირატესობა ქართველს მიანიჭა და ვიკინგმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ქუთათელაძემ UFC-ში მეოთხე ბრძოლა ჩაატარა, რომელთაგანაც 2 მოიგო და ამდენჯერვე დამარცხდა. ხოლო MMA-ში 32 წლის სპორტსმენის ანგარიშზე 13 გამარჯვება და 4 მარცხია.