მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ჟოაუ ფელიქსი ლისაბონის „ბენფიკაში“ არ გადავა - წერს Marca.
წყაროს ცნობით, პორტუგალიურმა კლუბმა უარი თქვა 24 წლის ფეხბურთელში 60 მილიონი ევროს გადახდაზე - თანხა, რომლის შემთხვევაშიც მადრიდელები მზად არიან ფორვარდის გასათავისუფლებლად.
ფელიქსისთვის კარიერის გაგრძელების ყველაზე სავარაუდო ვარიანტი ინგლისური „ასტონ ვილაა,“ რომელიც ფეხბურთელის შეძენის ყველაზე დიდ ინტერესს იჩენს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელი ბირმინგემურ კლუბთან პირადი კონტრაქტის პირობებზეც კი იყო შეთანხმებული.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა გასული სეზონი „ბარსელონაში“ იჯარით გაატარა.