ფეხბურთი

14:16 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ვან-ბისაკას შესაძენად „ვესტ ჰემს“ შეეჯიბრება

მილანის „ინტერი" „ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება „მანჩესტერ იუნაიტედის" 26 წლის მარჯვენა მცველის, აარონ ვან-ბისაკას შესაძენად - გვამცნობს Football Insider.

თავად ფეხბურთელი მიდრეკილია კარიერის ინგლისის ფარგლებს გარეთ გასაგრძელებლად. ხაზგასმულია, რომ „წითელ ეშმაკებს“ სურთ ვან-ბისაკას გაყიდვიდან 15 მილიონი გირვანქის (17,5 მილიონი ევრო) გამომუშავება, მაგრამ „ჩაქუჩები“ მზად არიან გადაიხადონ მხოლოდ 10 მილიონი გირვანქა (11,7 მილიონი ევრო).

გასულ სეზონში მცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩში ჩაატარა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.114513