ფეხბურთი

13:47 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხამეს როდრიგესმა „სან პაულუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა

მადრიდის „რეალისა" და მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა ბრაზილიურ „სან პაულუსთან“ კონტრაქტი გაწყვიტა - გვამცნობს Globo Esporte.

მანამდე ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ კოლუმბიელს ევროპაში დაბრუნება და მაღალ დონეზე თამაში სურს.

მოთამაშემ უარი თქვა ხელმოწერის ბონუსების ნაწილზეც კი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელის მომსახურებით ესპანური „ატლეტიკო“ და „ბეტისი“, ასევე იტალიური „ლაციო“ დაინტეერესდნენ. მოგვიანებით რომაელებმა უარყვეს კოლუმბიელის მიმართ ინტერესი.

როდრიგესი „სან პაულუში“ 2023 წლის ივლისში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, მისი კონტრაქტი კლუბთან 2025 წლის ზაფხულამდე მოქმედებდა.

0.123442