ფეხბურთი

11:48 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო უილიამსმა, პსჟ-ში გადასვლაზე უარი თქვა

ბილბაოს „ატლეტიკის“ 22 წლის გარემარბმა ნიკო უილიამსმა პსჟ-ში გადასვლაზე უარი თქვა. - წერს Sport.es.

წყაროს ცნობით, პსჟ დარწმუნებულია, რომ ესპანელი ფეხბურთელი ამ სეზონში „ატლეტიკს“ არ დატოვებს. თუმცა, ბილბაოელებს წინადაებით მაინც მიმართეს. ამავდროულად უილიამსი კვლავ რჩება „ბარსელონას“ განსაკუთრებული ინტერესის სფეროში. კატალონიურ კლუბში მიაჩნიათ, რომ უილიამსის ტრანსფერის ამბავი ამჟამად დასრულებული არ არის.

გასულ სეზონში უილიამსმა საკლუბო და ეროვნული ნაკრების ყველა შეჯიბრში მონაწილეობა მიიღო 48 მატჩში, რომლებშიც 10 ბურტი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118441