სხვა

1:42 | 3.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

მედლების ჩათვლა ოლიმპიადაზე: საქართველომ ოცეულში ადგილი დაკარგა

პარიზის ოლიმპიადაზე 7 საშეჯიბრო დღის შემდეგ მედლების ჩათვლას ისევ ჩინეთი ლიდერობს, რომლის აქტივში 13 ოქროს მედალია.

სამაგიეროდ, მეორე ადგილი დაკარგა ამერიკამ, რომლისთვის დღემ ოქროს გარეშე ჩაიარა, ამიტომ, აშშ-ს საფრანგეთმაც გადაასწრო და ავსტრალიამაც. ისე კი, ამერიკას ყველაზე მეტი მედალი აქვს (43), მაგრამ უპირატესობა ხარისხს ენიჭება და არა რაოდენობას.

საქართველოსთვის უმედლო დღე იყო, პირველად ზედიზედ სამი მედლიანი დღის შემდეგ. შედეგად, მე-17 პოზიციიდან 21-ე ადგილზე დაქვეითდა. მოგეხსენებათ, ჩვენი მონაგარი ამ ეტაპზე ერთი ოქრო და ორი ვერცხლია (პლუს გურულის მედალი, რომლის სინჯი მოგვიანებით გაირკვევა და ჯერ ჩათვლაში ასახული არაა).

მედლების ჩათვლა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე:

1 ჩინეთი - 13 ოქრო, 9 ვერცხლი, 9 ბრინჯაო (სულ 31 მედალი)

2 საფრანგეთი - 11 ოქრო, 12 ვერცხლი, 13 ბრინჯაო (36)

3 ავსტრალია - 11 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო (22)

4 აშშ - 9 ოქრო, 18 ვერცხლი, 16 ბრინჯაო (43)

5 დიდი ბრიტანეთი - 9 ოქრო, 10 ვერცხლი, 8 ბრინჯაო (27)

6 იაპონია - 8 ოქრო, 4 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (18)

7 სამხრეთ კორეა - 7 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (16)

8 იტალია - 5 ოქრო, 8 ვერცხლი, 4 ბრინჯაო (17)

9 ნიდერლანდები - 4 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო (9)

10 კანადა - 3 ოქრო, 2 ვერცხლი, 6 ბრინჯაო (11)

...21 საქართველო - 1 ოქრო, 2 ვერცხლი, 0 ბრინჯაო (3)

მედლების ჩათვლის რეიტინგი...

0.120605