პარიზის ოლიმპიადაზე საფეხბურთო ტურნირის მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდი ინტერესი საფრანგეთი-არგენტინის შეხვედრის მიმართ იყო.
თამაში დაძაბული გამოდგა, დრამატულიც, მაგრამ საფრანგეთმა აჯობა ხავიერ მასკერანოს გუნდს გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა. მეხუთე წუთზე ჟან მატეტამ გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა. საფრანგეთმა 1:0 მოიგო და ტურნირზე გოლგაუშვებლად ასპარეზობს.
ესპანეთის ნაკრებმა იაპონიას პრობლემების გარეშე აჯობა - 3:0. ფერმინ ლოპესმა დუბლი შეასრულა, ხოლო ერთიც აბელ რუისის აქტივშია. მაროკოს ნაკრები აგრძელებს ბრწყინვალე გამოსვლას და მეოთხედფინალშიც ფეერიული ფეხბურთი აჩვენა - 4:0 გაანადგურა აშშ-ს ნაკრები.
კიდევ ერთი ნახევარფინალისტი ეგვიპტეა, რომელმაც პარაგვაის დრამატულ ბრძოლაში პენალტების სერიაში სძლია.
ნახევარფინალში საფრანგეთი-ეგვიპტეს და ესპანეთი-მაროკოს შეხვდება. ორივე მატჩი 5 აგვისტოს გაიმართება.