სხვა

16:04 | 2.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლუბა გოლოვინამ ოლიმპიადა მე-11 ადგილზე დაასრულა

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. 2 აგვისტოს, ბოლო ქართველი მონაწილე ლუბა გოლოვინა იყო, რომელიც ფინალში ვერ გადავიდა.

ბატუტზე ხტომაში 34 წლის გოლოვინამ პირველ ცდაზე 53.620 ქულა მიიღო და მე-9 ადგილზე იყო (ფინალში 8 გადადიოდა), შესაბამისად, იბრძოდა ფინალის საგზურისთვის, მაგრამ მეორე ცდაზე კიდევ უფრო დაბალი ქულები დაუწერეს - 53.460, რაც მხოლოდ მე-11 ადგილისთვის გამოდგა საკმარისი.

საბოლოოდ, ლუბამ 5 სპორტსმენს აჯობა, ხოლო ფინალში საუკეთესო 8 შედეგის მქონე მონაწილე გავიდა. გოლოვინამ მეოთხედ იასპარეზა ოლიმპიადაზე, 2008 წელს მეექვსე იყო, 2012 და 2016 წლებში კი - მეშვიდე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მონაგარი ოლიმპიადაზე ამ დროისთვის სამი მედალია, სამივე ძიუდოისტების აქტივშია: ლაშა ბექაურმა (90 კგ.) ოქრო, ხოლო ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) და ილია სულამანიძემ (100 კგ.) ვერცხლი მოიპოვეს. აქვე გეტყვით, რომ ლაშა გურულის მედალი ჩათვლაში მას შემდეგ აისახება, რაც მისი ხარისხი გაირკვევა.

0.121304