ოლიმპიურ თამაშებზე სადებიუტო შეხვედრა მოიგო სოფიო სომხიშვილმა. +78 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა გერმანელი რენე ლუხტი იპონით დაამარცხა.
სომხიშვილმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა, ბრძოლა აქტიურად დაიეყო და წუთზე ოდნავ მეტ დროში ეფექტური ილეთით დააგდო, რითაც შემდეგ ეტაპზე გავიდა.
მერვედფინალში ქართველი ფრანგ რომან დიკოს დაუპირისპირდება.