ფეხბურთი

22:52 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" კონფერენს ლიგას გამოეთიშა

ქუთაისის „ტორპედო“ კონფერენს ლიგას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოეთიშა. სტივ კინის გუნდმა ნიქოზიის „ომონიასთან“ მეორე მატჩიც წააგო.

იმერული კლუბი რთულ მდგომარეობაში იყო, რადგან პირველი შეხვედრა 1:3 ჰქონდა წაგებული. ამ სიტუაციიდან გამოსვლა „ტორპედომ“ ვერ მოახერხა.

„ომონია“ 25-ე წუთზე მარიუშ სტეპინსკის გოლით დაწინაურდა, რაც დაცვის უყურადღებო თამაშის დამსახურებაა და სტუმრებმა ტაიმი ასე მოიგეს. მეორე ნახევარი მასპინძლებისთვის იდეალურად დაიწყო, რადგან 47-ე წუთზე მომო იანსანემ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება და გუნდს შანსი გაუჩნდა.

თუმცა, ეს „ტორპედოს“ მაქსიმუმი გამოდგა, რადგან მეტი ვეღარ გაიტანა. მეტიც, 81-ე წუთზე ვილი სემედუმ პენალტით მეორე გაიტანა და „ომონიამ“ თამაში 2:1 მოიგო, ხოლო ორი მატჩის ჯამში 5:2 გაიმარჯვა.

„ტორპედო“ – „ომონია“ 1:2 (0:1) - ორი მატჩის ჯამში: 2:5

გოლები: 0:1 სტეპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედუ (81, პენ)

0.112824