„ლიონის“ ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ „ტორინოსთან“ ამხანაგური მატჩის (0:0) შემდეგ თავის დებიუტზე ისაუბრა.
როგორც გიორგიმ აღნიშნა, „ლიონში“ თამაში მისთვის დიდი სიამაყეა.
„ბოლოს და ბოლოს, „ლიონში“ ჩემი დებიუტი შედგა, პროფესიონალებში. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის და მთელი ჩემი ოჯახისთვის დიდი სიამაყეა ამ მაისურის ტარება. უბრალოდ სიამოვნება უნდა მივიღო, მოვიგო მატჩები და მოვიგო ტიტულები „ლიონთან“ ერთად.
ტრიბუნებზე ჩემი ოჯახი იყო, მშობლები, ჩემი უმცროსი ძმა, ჩემი უფროსი და. სიამოვნებაა ამ მაისურის ტარება და თავაწეულმა უნდა წარმოვადგინო“, - თქვა მიქაუტაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ბოლო მომენტში არჩევანი „ლიონზე“ გააკეთა, რომელთანაც ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მიუხედავად იმისა, სხვა კლუბებიც იწვევდნენ.
„ლიონს“ მოსამზადებელ ეტაპზე ტესტ-მატჩები "უნიონ ბერლინისა" და "არსენალის" წინააღმდეგ აქვს დაგეგმილი. ლიგა 1 სტარტს 18 აგვისტოს აიღებს და „ლიონის“ მეტოქე პირველ ტურში „რენი“ იქნება.