საფრანგეთის სპორტის სამინისტრომ გამოაცხადა საპრიზო თანხა, რომელსაც პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები პოდიუმზე ადგილებისთვის მიიღებენ. ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლების მფლობელები, შესაბამისად, 80 ათას, 40 ათას და 20 ათას ევროს მიიღებენ.
ამრიგად, საფრანგეთის ისტორიაში ცურვაში პირველმა სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლეონ მარშანმა, უკვე გამოიმუშავა 320 ათასი ევრო. 2024 წლის თამაშებზე მან მოიგო 400 მ შერეული, 200 მ ბრასი და ბატერფლაი.
ფრანგის ყველა გამარჯვების შედეგი ახალი ოლიმპიური რეკორდი გახლდათ. მიმდინარე ოლიმპიადაზე მარშანი კვლავ გეგმავს ცურვას 200 მ შერეულ რბოლაზე.
„ეს ბონუსები ისევ გავზარდეთ. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ადრე იყო. ძალიან ვამაყობ, რომ გადავწყვიტეთ, სამწვრთნელო შტაბს იგივე დონის პრემიები მივცეთ. როდესაც სპორტსმენი ოქროს მედალს იგებს, ის იღებს 80 ათას ევროს, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმაც დიდი ძალისხმევა დახარჯა ამაში, რაც დაჯილდოებას საჭიროებს“, - ციტირებს საფრანგეთის სპორტის მინისტრის სიტყვებს RMC Sport.
ტოკიოს 2020 წლის თამაშებზე, ფრანგი სპორტსმენების საპრიზო პრემია, შესაბამისად, 65 ათასი, 25 ათასი და 15 ათასი ევრო იყო.