ფეხბურთი

12:18 | 1.08.2024 | ნანახია [] - ჯერ

სალაჰის გოლი „ლივერპულს“ ამხანაგურ მატჩში „არსენალის“ დამარცხებაში დაეხმარა

მორიგ წინასასეზონო ამხანაგურ მატჩში, „ლივერპული“ „არსენალს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. მატჩი ფილადელფიაში (პენსილვანია, აშშ) გაიმართა.

გამარჯვებულთა შორის ბურთები მოჰამედ სალაჰმა და ფაბიო კარვალიუმ გაიტანეს. ნახევარმცველმა ჰარვი ელიოტმა ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. „მეთოფეთაგან" თავი გერმანელმა ნახევარმცველმა კაი ჰავერცმა გამოიჩინა.

მანამდე „ლივერპულმა“ „ბეტისს“ ამხანაგურ მატჩში ანგარიშით 1:0 მოუგო. წინა მატჩში „არსენალმა“ კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაამარცხა (2:1).

შეგახსენებთ, რომ წინასასეზონო ამხანაგური მატჩების ამერიკული სერიის მორიგ თამაშში „ჩელსიმ“ მექსიკური კლუბი „ამერიკა“ ანგარიშით 3:0 დაამარცხა. ლონდონელთაგან გოლები მარკ გიუმ, კრისტოფერ ნკუნკუმ და ნონი მადუეკემ გაიტანეს.

0.115282