ძიუდო

15:11 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის ნახევარფინალშია.

24 წლის ქართველმა ძიუდოისტმა 90 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალში სამხრეთკორეელი ჯუიეოპ ჰანი ძალიან დამაჯერებლად, წუთსა და 22 წამში უშანსოდ, იპონით დაამარცხა.

მანამდე მერვედფინალში ლაშამ ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით აჯობა. ნახევარფინალში ბექაურის მეტოქე ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტრისტან (ტატო) მოსახლიშვილი იქნება. ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის აქტივში მიმდინარე ოლიმპიადაზე ამ დროისთვის ერთადერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.126413