ძიუდო

13:59 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა 90 კგ წონით კატეგორიაში პირველი ეტაპი დაძლია და მეოთხედფინალშია.

ლაშამ, რომელიც მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონია, ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით აჯობა. ბექაურმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და საქმე ბოლომდე მშვიდად მიიყვანა.

ბექაური მეოთხედფინალში სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის აქტივში მიმდინარე ოლიმპიადაზე ამ დროისთვის ერთადერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ.) მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.099915