ფეხბურთი

13:39 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძის დებიუტი დღეს "ტორინოსთან": ქართველი ფეხბურთელების კლუბების სპარინგები

დღეს, „ლიონში“ დიდი ალბათობით, გიორგი მიქაუტაძის არაოფიციალური დებიუტი შედგება.

ფრანგული კლუბი ამხანაგურ მატჩს გამართავს იტალიური „ტორინოს“ წინააღმდეგ და ქართველი ფეხბურთელი განაცხადშია. ასე რომ, შეიძლება ქართველების დუელიც ვიხილოთ, რადგან „ტორინოში“ საბა საზონოვი თამაშობს. ეს მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე ჩანიშნული.

ეს არ არის, დღეს ერთადერთი სპარინგი, რომელშიც ქართველი ფეხბურთელების კლუბები ხვდებიან, რადგან დღესვე, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ ეთამაშება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

გარდა ამისა, დღეს ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებენ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ფრანგულ „ბრესტთან“ (22:00 საათზე) , ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენი“ „მონპელიესთან“ (20:00 საათზე), ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ „ტრენტოსთან“ და გიორგი კვერნაძის „ფროზინონე“ „პოტენცასთან“.

0.12039