ფეხბურთი

11:57 | 31.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია

გიორგი არაბიძე „ულსან ჰიუნდაის“ ფეხბურთელია. სამხრეთკორეული კლუბის ვებგვერდზე ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. 26 წლის შემტევმა კონტრაქტი უკვე გააფორმა.

არაბიძე „ულსანს“ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა, სადაც 2022 წლიდან თამაშობდა და 86 მატჩში 26 გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელი მანამდე „სამტრედიას“, „როტორის“, „ადანასპორის“, „ნასიონალის“, „შახტარის“ და თბილისის „ლოკომოტივის“ ღირსებას იცავდა. გიორგის საქართველოს ნაკრებში ოთხჯერ უთამაშია და 3 გოლი მიითვალა.

„ულსან ჰიუნდაი“ სამხრეთ კორეის მოქმედი ჩემპიონია და აზიაში ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, რომლის რიგებში ცოტა ხნის წინ ვაკო ყაზაიშვილი თამაშობდა (132 მატჩი, 35 გოლი).

არაბიძე "ულსანში" 9-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116081