ძიუდო

23:15 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

31 ივლისს ოლიმპიადაზე ქართველებიდან მხოლოდ ლაშა ბექაური იასპარეზებს

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს 31 ივლისს ერთადერთი წარმომადგენელი ეყოლება - ლაშა ბექაური.

ძიუდოში, 90 კგ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი იასპარეზებს და მისგან ყველა მედალს ელოდება.

ბექაური პირველი წრისგან თავისუფალია და ასპარეზობას მეორე წრიდან დაიწყებს. მისი მეტოქე ბულგარელ ივაილო ივანოსა და ლიბანელ კარამნობ საგაიპოვს შორის უმჯობესი იქნება.

ძიუდოს წინასწარი შეხვედრები 12:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდანაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დელეგაციის მონაგარი ჯერჯერობით ერთი ვერცხლის მედალია, რომელიც ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115182