ფეხბურთი

21:05 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მატიას სულე "რომაში" ითამაშებს

„რომამ“ მატიას სულე დაიმატა. ეს ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. 21 წლის ფეხბურთელი რომაელებმა „იუვენტუსიდან“ შეიძინეს.

ტურინის „იუვენტუსმა“ 26 მილიონი ევრო მიიღო, რასაც 4 მილიონის ბონუსი მომავალში დაემატება. მატიასი „ჯალოროსიში“ 18 ნომრით ითამაშებს.

მატიას სულე ჯერ „იუვენტუსის“ აკადემიაში ირიცხებოდა, მთავარ გუნდში კი, 21 შეხვედრაში ერთადერთი გოლი გაიტანა. გასულ სეზონში არგენტინელმა „ფროზინონეში“ იჯარით ითამაშა, სადაც 39 თამაშში 11 გოლი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111587