პირველი მედალი საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე! ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა და მედალი გაინაღდა!
ქართველი ნახევარფინალში სამხრეთკორეელ იონჰვან ლის დაუპირისპირდა და უმძიმესი შეხვედრა იყო, რომელიც 8 წუთს გაგრძელდა. გრიგალაშვილს ორი გაფრთხილება ჰქონდა, დაღლილობაც ეტყობოდა, მაგრამ შეხვედრის მეცხრე წუთი რომ დაიწყო, აზიელი მეტოქე ვაზარზე დააგდო და ფინალში გავიდა.
გრიგალაშვილი ფინალში ოქროს მედლისთვის მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონელ ტაკანორი ნაგასეს შეხვდება.
მანამდე ტატომ 1/16-ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს აჯობა, ხოლო მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი და მეოთხედფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა (ორივე ვაზარით).
გრიგალაშვილს 2024 წელს მოგებული აქვს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ზოგადად ის 3-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.