ძიუდო

14:54 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის ოლიმპიადაზე ტატო გრიგალაშვილი მეოთხედფინალში გავიდა. ქართველმა ძიუდოისტმა მერვედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი დაამარცხა.

გრიგალაშვილმა ჯერ მეტოქეს ორი გაფრთხილება მიაღებინა, შემდეგ ვაზარით დაწინაურდა და საქმე გამარჯვებამდე ადვილად მიიყვანა. ქართველი მეოთხედფინალში ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს დაუპირისპირდება.

მანამდე ტატომ 1/16-ფინალში მოლდოველ მიჰაილ ლატისევს აჯობა.

გრიგალაშვილს 2024 წელს მოგებული აქვს ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატები, ზოგადად ის 3-გზის ევროპის და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.

დღესვე, ქალთა შორის 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი პირველივე წრეში იპონით დამარცხდა სლოვენიელ ანდრეია ლესკისთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116617