ძიუდო

13:19 | 30.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურ თამაშებზე ეთერ ასკილაშვილის დებიუტი წარუმატებელი გამოდგა

პარიზში მიმდინარე ოლიმპიადაზე ეთერ ასკილაშვილის დებიუტი შედგა, თუმცა ის ასპარეზობას პირველივე წრეში გამოეთიშა. 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე გამოცდილი სლოვენიელი ანდრეია ლესკი იყო, რომლის წინააღმდეგაც იპონით დამარცხდა.

20 წლის გორელმა სპორტსმენმა წუთზე ნაკლებ დროში წააგო.

ზაფხულის თამაშებს 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი მასპინძლობს. ჩვენი ქვეყანა ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირზე სპორტის ათ სახეობაში, 28 სპორტსმენით გამოდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ასკილაშვილი ტატამზე კიდევ გამოვა, როდესაც საქმეში ისტორიაში პირველად, ჩვენი ქვეყნის შერეული გუნდი ჩაერთვება. გუნდური შეჯიბრები 3 აგვისტოს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11228