სხვა

23:10 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გურული ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

ქართველი მოკრივე ლაშა გურული პარიზის ოლიმპიადის მეოთხედფინალშია. 63 კგ წონით კატეგორიაში გურულმა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვს ძალიან დამაჯერებლად აჯობა.

ლაშა სამივე რაუნდში სჯობდა მეტოქეს: პირველ რაუნდში 5 მსაჯიდან სამმა მას მიანიჭა უპირატესობა, ხოლო მეორე და მესამე რაუნდებში ხუთივე მსაჯის შეფასებით მან გაიმარჯვა. შესაბამისად, ქართველი მეოთხედფინალშია.

ცნობისთვის, მეოთხედფინალის მოგება საკმარისი იქნება მედლის მოსაპოვებლად, რადგან ნახევარფინალში გასვლა ავტომატურად უარეს შემთხვევაში ბრინჯაოს მედლის ტოლფასია.

ლაშა გურული მეოთხედფინალურ ბრძოლას პირველ აგვისტოს ყაზახი ბაზარბაი მუხამედსაბირის წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11236