სხვა

21:50 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ილია თოფურიას და მაქს ჰოლოუეის ბრძოლის თარიღი ცნობილია

ქართველი მებრძოლი ილია თოფურია UFC-ში ქვემსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას 26 ოქტომბერს, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

თავის მხრივ, ესპანური გაზეთი Marca იტყობინება, რომ ბრძოლა აბუ-დაბიში გაიმართება. ასე რომ, თოფურია ტიტულის დასაცავად იბრძოლებს. ილიამ ქამარი მარტში მოიპოვა ალექსანდრ ვოლკანოვსკისთან გამარჯვების შედეგად.

ილია თოფურიას MMA-ში დადებითი ბალანსი აქვს - 16 მოგება და 0 წაგება, ხოლო ჰოლოუეის აქტივში 26 გამარჯვება და 7 წაგებაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108464