ფეხბურთი

1:35 | 29.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: რაფაელ ვარანმა კონტრაქტი იტალიურ გუნდთან გააფორმა

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი რაფაელ ვარანი კარიერას „კომოში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

იტალიელებმა ვარანი უფასოდ დაიმატეს და ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, კიდევ ერთი წლით განახლების ვარიანტით. „კომო“ 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ სერია A-ში ითამაშებს და ამბიციური პროექტი აქვს. გუნდის მთავარი მწვრთნელი სესკ ფაბრეგასია.

რაფაელ ვარანმა ბოლო სამი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა და 95 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. მან კარიერა „ლანსში“ დაიწყო, ყველაზე წარმატებული პერიოდი კი, „რეალში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117526