პარიზის ოლიმპიადაზე კრივში, 92 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ყუშიტაშვილმა იასპარეზა, რომელიც მერვედფინალში დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.
ქართველს, რომელიც ევროპის ჩემპიონია, აზიის ჩემპიონ და ოლიმპიადაზე მეორე ნომრად განთესილ, ერთ-ერთ ფავორიტ დავლატ ბოლტაევთან მოუწია დაპირისპირება.
ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოდგა. პირველი რაუნდი ტაჯიკმა მოიგო, მეორე ქართველმა, მაგრამ მესამე რაუნდში უპირატესობა ისევ მეტოქეს მიანიჭეს. საბოლოოდ, 5 მსაჯიდან სამმა ბოლტაევი გამოაცხადა გამარჯვებულად, ორმა - გიორგი. შესაბამისად, ტაჯიკმა მოკრივემ 3:2 მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.
გიორგი ყუშიტაშვილისთვის კი ოლიმპიადა დასრულდა. 29 ივლისს კიდევ ერთი ქართველი მოკრივე იასპარეზებს - ლაშა გურული.