რაგბი

21:09 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ამერიკამ ოლიმპიადის პირველ ტურში სერბეთი გაანადგურა

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშები ისე დაიწყო, როგორ თამაშსაც მისგან ელიან.

სტივ კერის „დრიმ თიმმა“ სერბეთის ნაკრები ძალიან ადვილად, 110:84 დაამარცხა. მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო ბრძოლა, რომელიც ამერიკელებმა 25:20 მოიგეს, მაგრამ ამის შემდეგ უკვე აშშ-მ მეტოქეს არავითარი შანსი არ მისცა.

კევინ დურანტმა 23 ქულა მიითვალა, ლებრონ ჯეიმსის აქტივში 20 ქულა, 5 მოხსნა და 8 პასი იყო, ჯრუ ჰოლიდეიმ 15 ქულა დააგროვა. სერბების რიგებში საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი იყო 20 ქულით, 5 მოხსნით და 8 მოხსნით.

ამავე ჯგუფში სამხრეთ სუდანის ნაკრებმა პუერტო რიკოს დამარცხება შეძლო 90:79. სამხრეთ სუდანის ეს გამარჯვება ნამდვილად მოულოდნელობაა, თუმცა, ფაქტია, რომ საკმაოდ კარგი და გამართული გუნდია.

მეორე ტურში 31 ივლისს აშშ სამხრეთ სუდანს შეხვდება, ხოლო იმავე დღეს სერბეთი პუერტო რიკოს დაუპირისპირდება.

0.116012