ფეხბურთი

18:10 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ბედნიერი ვიქნები, თუ ქოჩორაშვილი ჩვენთან დარჩება"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილის შესახებ ილაპარაკა და თქვა, რომ ბედნიერი იქნება, თუ ქართველი გუნდში დარჩება.

„გიორგიმ ძალიან კარგად ითამაშა. ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მას ვუყურებდით ევროპის ჩემპიონატზე იმ იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, რადგან ვფიქრობ, ეს კარგი იყო მისთვისაც და „ლევანტესთვისაც“. ფინანსურ საკითხებში არ ვერევი, ჩემი საქმე ისედაც საკმარისად მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოოდ თუ დარჩება, აღფრთოვანებული ვიქნები, რადგან სრულყოფილი ფეხბურთელია. ვესაუბრე მას, ხედავთ მის ენერგიას, შიმშილს. სატრანსფერო ბაზარზე არის შეგრძნებები, რომ რომელიმე ფეხბურთელს წასვლა მოუწევს, დამალვას არ ვაპირებთ, ყველამ ვიცით, რომ ასე იქნება. მაგრამ მთავარია, გუნდი ნაკლებად დაზიანდეს და პირველ რიგში შესაბამისი შევსება მივიღოთ“, - თქვა კალერომ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილს რამდენიმე გუნდს უკავშირებენ, სულ ბოლოს ვიგოს „სელტას“ და „ესპანიოლის“ ვარიანტებმა გაიჟღერა. ქართველ ნახევარმცველს „ლევანტესთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ხოლო მისი ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115398