სხვა

1:07 | 28.07.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა ოლიმპიური რეკორდით 4x100 მ ესტაფეტაში ოქრო მოიპოვა

ავსტრალიის ქალ მოცურავეთა ნაკრებმა პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე 4x100 მ თავისუფალი სტილით ესტაფეტაში ოქროს მედლები მოიპოვა. დისტანცია მათ ოლიმპიური რეკორდით - 3:28.92 გაცურეს.

წინა ოლიმპიური რეკორდიც ავსტრალიელებს ეკუთვნოდათ - 3:29.69, რომელიც მათ 2020-ში ტოკიოში დააფიქსირეს, გარდა ამისა, ავსტრალიის ქალთა ნაკრები ამ მანძილის მსოფლიო რეკორდს 2023 წლიდან - 3:27.96 ფლობს.

ჩემპიონები გახდნენ: მოლი ო'კალაგანი, შეინა ჯეკი, ემა მაკკეონი, მეგ ჰარისი, ოლივია ვუნში და ბრონტე კემპბელი.

აშშ-ის ნაკრების მოცურავეებმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს (3:30.20), ბრინჯაო კი ჩინელებს ერგოთ (3:30.30).

0.119069