ესპანელმა ჩოგბურთელებმა კარლოს ალკარასმა და რაფაელ ნადალმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წყვილთა მატჩის პირველი ტურის მატჩი მოიგეს. დიდი სლემის მრავალგზის გამარჯვებულებმა არგენტინული დუეტი - ანდრეს მოლტენი-მაქსიმო გონსალესი ანგარიშით 7:6 (7:4), 6:4 დაამარცხეს.
ნადალმა და ალკარასმა 5-დან 3 ბრეიქ-პოინტი შეასრულეს. გონსალესმა და მოლტენმა - 5-დან 2.
წყვილთა ტურნირის მეორე ტურში ესპანელები ტალონ გრიკსპური/ვესლი კულჰოფი (ნიდერლანდები) - მარტონ ფუჩოვიჩი/ფაბიან მაროზანდი (უნგრეთი) გამარჯვებულს შეხვდებიან.