პარიზის ოლიმპიადაზე ნინო სალუქვაძემ იასპარეზა. ლეგენდარულმა სპორტსმენმა 10 მეტრიდან პნევმატური პისტოლეტით სროლაში მოსინჯა ძალები.
საკვალიფიკაციო ეტაპზე ნინომ ჯამში 562 ქულა დააგროვა, რაც 38-ე ადგილისთვის გამოდგა საკმარისი. ვინაიდან, ფინალში მხოლოდ 8 სპორტსმენი გადადიოდა, სალუქვაძემ კვალიფიკაცია ვერ დაძლია.
თუმცა, მისთვის არ დასრულებულა ოლიმპიადა, რადგან 2 აგვისტოს, 25 მეტრიდან სროლაშიც იასპარეზებს.
ნინო სალუქვაძე პირველი ქალია, რომელმაც 10 ოლიმპიადაზე მიიღო მონაწილეობა და რეკორდი დაამყარა. მას ჯამში სამივე სინჯის ოლიმპიური მედალიც აქვს - თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.