მადრიდის „რეალში“ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ენდრიკი წარადგინეს. პრეზენტაცია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი დაესწრო.
ენდრიკმა ემოციები ვერ შეიკავა და იტირა კიდეც:
„ძალიან ბედნიერი ვარ, ყოველთვის „რეალის“ დიდი გულშემატკივარ ვიყავი. არ მაქვს სიტყვები იმის აღსაწერად, რასაც განვიცდი. ეს სიგიჟეა“, - თქვა ატირებულმა ენდრიკმა.
ბრაზილიელი ვუნდერკინდი „სამეფო კლუბში“ 16-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ „რეალმა“ 18 წლის ენდრიკი „პალმეირასიდან“ შეიძინა. მიუხედავად ასაკისა, ენდრიკს ბრაზილიის ნაკრებში უკვე 10 მატჩი აქვს ჩატარებული და 3 გოლიც გაიტანა.