პარიზის ოლიმპიადაზე 15 წლის დებიუტანტმა ანა ნიჟარაძემ იასპარეზა. ქართველმა 100 მეტრზე ბატერფლაით სტილში მიიღო მონაწაილება.
მან 100 მეტრი წუთსა და 2 წამში დაფარა (01:02:85), რითაც თავის ჯგუფში, სადაც 8 მოცურავე იყო, მეხუთე შედეგი აჩვენა.
მთლიანობაში ანა 32 სპორტსმენს შორის 28-ე ადგილზე გავიდა და კვალიფიკაცია ვერ დაძლია.